გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

აჭარის მთავრობა ქონების პრივატიზების მიზნით აუქციონებს აცხადებს

16-06-2020

საინვესტიციო პროცესების გაძლიერების მიზნით, აჭარის მთავრობა აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს. ბიზნესისთვის 10 ახალი საინვესტიციო შეთავაზება უკვე მზად არის.

პროექტების მინიმალური საინვესტიციო ღირებულბა 22 600 000 ლარია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დავალება მოეხდინა საინვესტიციო წინადადებების მაქსიმალურად მოკლე ვადებში განხილვა, საპრივატიზაციო ნუსხის განახლება და ბიზნესისთვის შეთავაზება.

,,არცერთი საინვესტიციო წინადადება არ უნდა შემოიდოს თაროზე. სამინისტრომ უნდა განაგრძოს მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული და კერძო საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობა“-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, პრივატიზების მიზნით, სააუქციონო პროცესი დაიწყო და ეტაპობრივად გაგრძელდება. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა სუბიექტებმა, თითოეული პროექტის მიხედვით, კონკრეტული საპრივატიზებო/საინვესტიციო პირობები უნდა შეასრულონ.