გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გიორგი გახარია: 20 ივნისისთვის თბილისი ან კიდევ რაღაც ჩაიკეტოს, დღეს, ამ წუთისთვის, ამ საათისთვის ამისი აუცილებლობა არ არსებობს

17-06-2020


არანაირი მონაცემები იმისთვის, რომ 20 ივნისისთვის თბილისი ან კიდევ რაღაც ჩაიკეტოს, დღეს, ამ წუთისთვის, ამ საათისთვის არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 20 ივნისს, თბილისის ჩაკეტვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება.

„სადღაც ვკითხულობდი, რომ ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიურად განიხილება, რომ 20 ივნისისთვის შეიძლება თბილისი ჩაიკეტოს. სასაცილოა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეპიდემიასთან ადაპტაცია მოვახდინეთ და ახლა სწორად და ეფექტურად ვმართოთ და არანაირი მონაცემები იმისთვის, რომ 20 ივნისისთვის თბილისი ან კიდევ რაღაც ჩაიკეტოს, დღეს, ამ წუთისთვის, ამ საათისთვის არ არსებობს. 20 ივნისამდე 4 დღეა და დარწმუნებული ვარ, არც მანამდე არ იქნება. ასე, რომ ჩვენი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.