გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ინფრასტრუქტურის მინისტრი ანაკლიის პორტის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

26-02-2018

ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მოსამზადებელი სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორის მოადგილეც გაეცნენ.

ალავიძის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია.

„დარწმუნებული ვარ ეს პორტი მოგვცემს საშუალებას, ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი რამდენჯერმე გავზარდოთ. ღრმაწლოვანი ნავსადგური თავისი მნიშვნელობითა და მასშტაბით ქვეყნისთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტია, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ისტორიულ აბრეშუმის გზაზე““, - განაცხადა მინისტრმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი სულ 9 ფაზისგან შედგება და 100 მილიონი ტონის ტვირთბრუნვაზეა გათვლილი. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2,5 მილიარდი დოლარია.

რადიო "ათინათი"