გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ქვეყნის რომელ რეგიონში ფიქსირდება თვითმკვლელობის ყველაზე მეტი შემთხვევა

18-06-2020

საქართველოს მასშტაბით, 2019 წელს 377 სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები newspress.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.


დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით, სუიციდის ყველაზე მეტი - 88 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება.  


საქართველოს რეგიონების მიხედვით სუიციდის ყველაზე დიდი მაჩვენებელი 43 შემთხვევა სამეგრელო - ზემო სვანეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - 16 შემთხვევა მცხეთა-მთიანეთში.


როგორც მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, სუიციდის ჩამდენთა ასაკი 12-დან 93-წლამდე მერყეობს, თუმცა ყველაზე ხშირად თვითმკვლელები 12-დან 30-წლამდე ასაკის ადამიანები არიან.


ასევე, 2019 წელს საქართველოს მასშტაბით 494 სუიციდის მცდელობა აღირიცხა.


მონაცემები, რომელიც შსს-მ newspress.ge-ს  მიაწოდა დამუშავებულია შსს ტერიტორიული დანაყოფების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.