გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ბორჯომის ბიუჯეტის პროექტი 17 მლნ ლარზე მეტია

17-11-2017

ბორჯომის მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს გუშინ, 15 ნოემბერს, კანონით დადგენილ ვადაში გადასცა, თუმცა ისევე, როგორც რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში, აქაც პროექტის განხილვა ახალი საკრებულოს შეკრებამდე არ დაიწყება. 

„დოკუმენტის განხილვა ახალი საკრებულოს შეკრების შემდეგ დაიწყება“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე. 

მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ 2018 წლის ბიუჯეტი 17 მილიონ 800 ათასი ლარით განისაზღვრა, პრიორიტეტები კი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოციალური და საგანმანათლებლო სფეროებია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული საკრებულო 20 ნოემბერს, 15:00 საათზე, შეიკრიბება და დაკომპლექტდება.


წყარო: "სამხრეთის კარიბჭე"