გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: დავიწყეთ მუშაობა საპარლამენტო არჩევნების დროს კოვიდუსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით

18-06-2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დროს კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. 

„დავიწყეთ მუშაობა საპარლამენტო არჩევნების დროს კოვიდუსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით. გვაქვს გარკვეული ხედვა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ჩვენი ხედვა და ამ საკითხზე. ვგეგმავთ კონსულტაციები ასევე გავმართოთ პოლიტიკურ პარტიებთან და მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს ჩვენს მოქალაქეების კოვიდინფექციისგან და ასევე, უზრუნველყოფს მათი საარჩევნო უფლებების სრულ რეალიზებას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეხვედრას შეერთებული შტატების, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები დაესწრნენ.