გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კელი დეგნანი: გამყრელიძის და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება, თუ როგორ დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა არჩევნების დროს

18-06-2020

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დროს კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. 

„ძალიან ინფორმატიული შეხვედრა იყო იმ ზომებსა და ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა მივიღოთ, რათა ვიყოთ მზად, ჩავატაროთ კარგი არჩევნები „კოვიდ-19“-ის კრიზისის პირობებში. გამყრელიძისა და სხვა ექსპერტების რეკომენდაციები დაგვეხმარება, თუ როგორ უნდა დავიცვათ ამომრჩევლების ჯანმრთელობა, როდესაც ისინი ოქტომბერში არჩევნებზე წავლენ“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრას ასევე, გერმანიის, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ელჩები დაესწრნენ.