გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

კარლ ჰარცელი: მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ და პოზიციამ - ორივემ შეასრულოს ეს შეთანხმება

18-06-2020

„საკონსტიტუციო ცვლილებები ხელს შეუწყობს უმთავრეს ამოცანას რაც წარმოადგენს დიალოგს და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ შეასრულოს ეს შეთანხმება და იმედს ვიტოვებ, რომ ეს შესაძლებელია“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის წევრებს შეხვდა. შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესწრებოდა. შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დროს კორონავირუსთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.