გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გულახდილად რომ ვთქვა, მის გვერდით ყოფნას ვისურვებდი – ელისაშვილი კვირიკაშვილზე

19-06-2020

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მას ყოფილ პრემირ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან მოლაპარაკებები არ ჰქონია. ამის შესახებ მან ტლეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

 

„გულახდილად, რომ ვთქვა, მის გვერდით ყოფნას ვისურვებდი. მოლაპარაკებები არა, მაგრამ მე მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ვარ და მას დაუნდობლად ვაკრიტიკებდი, ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი და ღირსეული ადამიანია.

 

წასვლის შემდეგ რამდენჯერმე სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა,“- აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

 

მანამდე, გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ დადგა დრო, როცა რაღაც უნდა შეიცვალოს და „რაც უკვე ნანახი ჰყავს ამ ქვეყანას აღარ უნდა ნახოს“.

„პოლიტიკური კონსულტაციები არავისთან არ მაქვს, მეგობრული შეხვედრა მაქვს და მგონია, რომ დამოუკიდებელი მესამე მიმართულება არის ძალიან კარგი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი აზრი. ვისაც აქვს დასავლური ორიენტაცია და ვინც არ არის არც ერთი პოლუსის ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის.

პრაიმტაიმი