გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მარინა ეზუგბაია: 2 ახალი შემთხვევიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე კი შემოტანილი

19-06-2020

"2 ახალი შემთხვევიდან ერთი არის კონტაქტი დადასტურებულ შემთხვევასთან, ხოლო მეორე შემოტანილია. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 140 პაციენტი მკურნალობს", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოში კორონავირუსით 895 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 741 გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა - 14.

კარანტინის რეჟიმში 2858 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 264.