გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გიორგი გაბუნია: თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია უნდა ეს არის რამზან კადიროვი, რაც ნიშნავს პუტინს

19-06-2020

"მთავარი არხის" ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ დღეს გამოძიებამ მას სახელმწიფო დაცვა შესთავაზა, თუმცა გადაწყვეტილებას, მიიღებს თუ არა ამ შეთავაზებას ჟურნალისტი, ადვოკატებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს.

მისივე თქმით, გამოკითხვის დროს ჰკითხეს თუ საიდან ჰქონდა ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ.

"აქცენტი იყო იმაზე საიდან მაქვს მე ინფორმაცია, რომელიც მაქვს. მე ორი წყარო მყავდა ინფორმაციის - ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა რომ შესაძლოა ჩემი ლიკვიდაციის მცდელობას ჰქონოდა ადგილი. იყო აქცენტი, რა ინფორმაცია მომაწოდა, ვინ იყო წყარო და ა.შ. იყო აქცენტი, ხომ არ მიფიქრია, რომ სუს-ისთვის მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია. მე განვუმარტე რომ არა - არც მქონია მცდელობა", - ამის შესახებ გიორგი გაბუნიამ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი ლიკვიდაცია რამზან კადიროვს ანუ პუტინს სურს.