გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ვაშაძე: მინდა დღე და ღამე დავიხარჯო ჩვენი ქვეყნისთვის

19-06-2020

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ თბილისის 6 მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ერთიანობამ გაიმარჯვა.

"ეს არის ძალიან მნიშენლოვანი დღე, იმიტომ რომ ისევ და ისევ თანხმობამ, ერთიანობამ გაიმარჯვა დაქსაქსულობაზე. რაც ყველაზე მეტად მთავარია ეს არის გამარჯვებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი. იმიტომ რომ გულწრფელად გეტყვით, ჩვენ გამარჯვება რისთვის გვინდა? დღე და ღამე მინდა დავიხარჯო ჩვენი ქვეყნისთვის, აღმშენებლობის პროცესი შევქმნათ ქვეყანაში იმისთვის, რომ ადამიანები უმძიმესი ვითარებიდან გამოვიყვანოთ. ამისთვის ვაპირებ ვიბრძოლო ისანში და მთელ საქართველოშიც", - აღნიშნა "რუსთავი 2"- ის ეთერში ვაშაძემ.

pia