გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კობახიძე: თუ ოპოზიცია ელჩების მოწოდების შესაბამისად იმოქმედებს, მათთვისვე იქნება უკეთესი

19-06-2020

„თუ ისინი [ოპოზიცია] იმოქმედებენ ელჩების მოწოდების შესაბამისად, მათ მიერ ხელშეკრულებით აღებული პასუხისმგებლობის შესაბამისად, ეს მათთვის იქნება უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც გავა, მაგრამ მათ მიადგებათ დამატებითი, კიდევ ერთი რეპუტაციული ზიანი“,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ელჩებს როგორც მათი მონაწილეობისთვის შეთანხმების ხელმოწერაში, ასევე დღევანდელი განცხადებისთვის, სადაც ისინი პოლიტიკურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ელჩებს არა მხოლოდ მათი როლისთვის ამ შეთანხმების ხელმოწერაში, არამედ დღევანდელი განცხადებისთვისაც. დღევანდელი განცხადებით ელჩებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას და თქვენ იცით, რომ ჩვენ ისედაც ვუჭერთ მხარს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენ ვართ ამ ცვლილებების ინიციატორი, მათ მოუწოდეს შესაბამისად იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ჩაერთონ საპარლამენტო განხილვაში და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​