გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ღამე მძინავს, დღე მღვიძავს და სულ ვფიქრობ, ამ ქვეყანაში რა არის გასაკეთებელი – გიორგი ვაშაძე

20-06-2020

ღამე მძინავს, დღე მღვიძავს და სულ ვფიქრობ, ამ ქვეყანაში რა არის გასაკეთებელი​ – ამის შესახებ ოპოზიციის საერთო კანდიდატმა ისანში, გიორგი ვაშაძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

 

„მე რატომ ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას ეს მინდა გითხრათ პირველ რიგში – მე მინდა ქვეყნის აღმშენებლობაში მივიღო მონაწილეობა.

 

ღამე მძინავს, დღე მღვიძავს და სულ ვფიქრობ ამ ქვეყანაში რა არის გასაკეთებელი. ეს 8 წელი მგონია დაკარგულ პერიოდად ჩემი ქვეყნისთვის.

 

ვინც მე მიცნობს და ვისაც ჩემთან უმუშავია იუსტიციის სახლის პროექტზე თუ სხვა რაიმე პროექტზე, ყველამ იცის, რომ 24/7-ზე ვმუშაობ და ჩემი სტიქია ეს არის.

უცხოეთშიც რომ ვიყავი, ასე ვიყავი, რათა ფორმაში ვყოფილიყავი. იქ მქონდა საკუთარი თავის რეალიზების შესაძლებლობა. აქ არ მქონდა.

 

ბევრ ქვეყანაში ისეთი პროექტი გამიკეთებია, რაც თითზე ჩამოსათვლელია იმ ქვეყანაში. მე პოლიტიკაში არ ვარ იმისთვის, რომ ლამაზი სიტყვები ვთქვა.

 

ჩემ მეუღლესაც იცნობთ და შეგიძლიათ ჰკითხოთ, რაზე ვლაპარაკობ სახლში რომ მივდივარ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

ამაზე ინგა გრიგოლიამ უპასუხა: „რა საშინელებაა, სახლშიც თუ ამაზე ლაპარაკობთ, გულწრფელად შემეცოდა თქვენი მეუღლე”.

პრაიმტაიმი