გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

არჩილ თალაკვაძე: ელჩების ერთობლივ განცხადებაში ჩანს, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება არის გრძელვადიანი ამოცანა, შესაბამისად ის საარჩევნო სისტემის კენჭისყრაზე ვერ იქნება დამოკიდებული

20-06-2020


„მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებაში ჩანს, რომ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულება არის გრძელვადიანი ამოცანა, შესაბამისად ის საარჩევნო სისტემის კენჭისყრაზე ვერ იქნება დამოკიდებული. ჩვენ მივესალმებით მხარდაჭერას და ჩართულობას რეფორმების შემდგომ განხორციელებაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.


არჩილ თალაკვაძე ოპოზიციასთან მოლაპარაკებების ფასილიტატორი ელჩების ერთობლივ განცხადებას „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ელჩების მხრიდან ეს იყო საარჩევნო სისტემის მხარდამჭერი განცხადება და ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარის თქმით ოპოზიცია დადებულ შეთანხმებას და მიცემულ პირობას არღვევს.


„როდესაც პარტია, რომელმაც დადო შეთანხმება, ხელი მოაწერა დოკუმენტს, აიღო პასუხისმგებლობა ამ ცვლილებების მხარდაჭერაზე და შემდეგ აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს ამ ცვლილებებს, არღვევს შეთანხმებას, იქცევა უპასუხისმგებლოდ და რჩება თამაშგარე და შეიძლება პარლამენტს გარეც” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.​