გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ქვეყნის მასშტაბით ახლადშემოსულ ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობა მოწმდება

20-06-2020

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ სეზონურ ხილსა და ბოსტნეულს, რომელთა ნიმუშებს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტიდან და აგრარული ბაზრებიდან იღებენ. დღეისათვის შემოწმებულია ხილისა და ბოსტნეულის 258 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა გამოვლინდა მხოლოდ 14 ნიმუშში, რასაც სააგენტოს მხრიდან მოჰყვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები, კერძოდ, სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა და რეალიზაციის აკრძალვა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს ნიტრატების შემცველობაზე ხილისა და ბოსტნეულის 650 ნიმუშს აიღებს.