გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთი ადამიანი დაიღუპა

20-06-2020

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ მიქავაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა, რა დროსაც მანქანაში მჯდომი ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული მძღოლი და მგზავრები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.