გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ყვარელში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

23-06-2020

ყვარელში ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავდა ორივე მძღოლი და ერთი მგზავრი.

ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. დაშავებულების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. დეტალები სრულყოფილი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.

"სახლიდან ვარ გამოვარდნილი, არაფრის აზრზე არა ვარ რა მოხდა, ჩემი შვილიშვილია დაშავებული," - აცხადებს ერთ-ერთი დაშავებულის ბაბუა.

რუსთავი2