გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსით მხოლოდ 14 პაციენტია გარდაცვლილი და არც ერთი ავადმყოფობის ისტორია არ გაყალბებულა

23-06-2020


ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე 20 ივნისს „მთავარ არხზე“ გასულ რეპორტაჟს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსით მხოლოდ 14 პაციენტია გარდაცვლილი და არც ერთი ავადმყოფობის ისტორია არ გაყალბებულა.


" მთავარ არხზე" სრულიად აბსურდული სიუჟეტი იყო, მსგავსი ფაქტი არ არსებობს, ჩვენ მხოლოდ 14 გარდაცვლილი გვყავს. თითოეული გარდაცვლილის ისტორიას საზოგადოება დეტალურად იცნობს. არც ერთი პაციენტის ავადმყოფობის ისტორიის გაყალბება და შემდეგ მისი სიკვილობის გაყალბება არ მომხდარა"-განაცხადა ტიკარაძემ.


შეგახსენებთ, 20 ივნისს „მთავარ არხზე“ გავიდა სიუჟეტი, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები და ექიმები COVID-19-ით გამოწვეული სიკვდილობის სტატისტიკის გაზრდის მიზნით მიდიან სხვადასხვა დაავადებით ახლად გარდაცვლილთა ოჯახებში, რომლებსაც 10 ათასი ლარის სანაცვლოდ სთავაზობენ, თანხმობა განაცხადონ იმაზე, რომ მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად COVID-19 დასახელდეს.