გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ქუთაისში ნამახვან ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს

23-06-2020

ქუთაისში, რუსთაველის ხიდზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ჰესების პროექტით ქალაქის არსებობაც კი შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც წყლით დაფარვას გადაურჩება, კლიმატი აბსოლუტურად შეიცვლება.

"მიუხედავად იმისა, რომ არანაირად არ არის გათვალისწინებული ის გარემოსდაცვითი და ნეგატიური შედეგები, რასაც მშენებლობა გამოიწვევს, ის მაინც გრძელდება. ჩვენი პროტესტი არ ჩაქრება, ეს არ არის ერთჯერადი აქცია", - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა მაკა ხეცურიანმა.

ნამახვანის ჰესის პროექტის მიხედვით, 105 მეტრის სიმაღლეზე 1000 ჰექტარის ფართობის ჰესი შენდება.