გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

რომან გოცირიძე: ივანიშვილი რურუას გაათავისუფლებს

23-06-2020

"არ მივიღებ კენჭისყრაში მონაწილეობას, სანამ 8 მარტის შეთანხმება სრულად არ იქნება შესრულებული. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ უნდა იყოს არცერთი პოლიტიკური პატიმარი. მოუწია ივანიშვილს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ძალიან მძიმე დარტყმების შემდეგ, როდესაც მას პირადად შეეხნენ და მის ფინანსებს დაემუქრა საფრთხე. გაათავისუფლებს რურუას! დღეს იქნება თუ ხვალ ამას ჩვენ ვნახავთ, ვინაიდან ივანიშვილს არ აქვს რესურსი კონსტიტუციის ჩაგდების", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს. საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი 21 ივნისს უყარეს.

კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.