გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზურაბ პატარაძე კურორტ „გოდერძზე“ ზამთრის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო

27-02-2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კურორტ „გოდერძს“ ესტუმრა და ზამთრის სეზონის მიმდინარეობას გაეცნო.

ზურაბ პატარაძემ კურორტის ადმინისტრაციას და ხულოს მერიის წარმომადგენლებს ევროპული თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მთავრობის თავმჯდომარისპოლონეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა. პოლონურ კურორტ “შკლარსკა პორემბას” და კურორტ “გოდერძს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს კურორტების სპორტისა დატურიზმის სფეროების პოპულარიზაციას და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას, ასევე გამოცდილების გაზიარებას კურორტების პრევენციული ზომების შემუშავებასა და გატარებაში.

ამ მომენტისათვის კურორტ გოდერძზე სარეკლამო კლიპის გადაღება მიმდინაროებს. ზურაბ პატარაძე საიმიჯო ვიდეო-რგოლის გადამღები ჯგუფის წევრებს, უცხოელ სნოუბორდისტებსა დამეთხილამურეებს  შეხვდა და მათ კურორტის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.