გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გიორგი გახარია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იუბილეს ულოცავს და საქართველოს ერთგული სამსახურისთვის მადლობას უხდის

23-06-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს იუბილეს ულოცავს და სამსახურის ხელმძღვანელებს და პირად შემადგენლობას საქართველოს ერთგული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

„დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 26 წელი შესრულდა. ამ 26 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების პროცესში. ვულოცავ მთელ პირად შემადგენლობას და სამსახურის ხელმძღვანელებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს ერთგული სამსახურისთვის”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.