გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის განსაკუთრებით მძიმე შედეგები იქნება ოქტომბერში, რადგან ისინი არიან აბსოლუტურად არათანმიმდევრულები და მუდმივად ავლენენ უპრინციპობას

24-06-2020

„ოპოზიცია აბსოლუტურად აჭრილია, ვერ თანხმდებიან ვერაფერზე, ერთმანეთთან აქვთ დაპირისპირება, ერთად სხედან ე.წ. პროდასავლური და თვითაღიარებული პრორუსული პოლიტიკური ძალები. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა მთლიანობაში ოპოზიციაში, რაც თავის გამოხატულებას ჰპოვებს, საბოლოო ჯამში, ოქტომბრის არჩევნების შედეგებში. ძალიან მძიმე შედეგები იქნება ოქტომბერში, განსაკუთრებით, რადიკალური ოპოზიციისთვის, რადგან ისინი არიან აბსოლუტურად არათანმიმდევრულები და მუდმივად ავლენენ უპრინციპობას“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.


მისივე თქმით, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს, მაშინ როდესაც თვითონ არის დაინტერესებული მხარე, რაც არის აბსურდი და კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ მათი ძალიან დაბალი რეიტინგი არის იმ არათანმიმდევრულობის მიზეზი, რომელსაც საზოგადოება ყოველდღიურ რეჟიმში ხედავს.