გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ეკატერინე ტიკარაძე: ლუგარის ლაბორატორიაში იკვლევენ კორონავირუსის გენომის შტამს, დღეს, კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა

24-06-2020

"დღეს, ჩვენ, პრემიერ-მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ ლუგარის ლაბორატორია, სადაც, მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. კერძოდ, იკვლევენ კორონავირუსის გენომის შტამს. ეს გენომის შტამი დარდება სხვა ქვეყნებში ჩატარებულ გენომის შტამებს და დღეს, კიდევ ერთხელ ნათლად გამოიკვეთა ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა, მისი მოწინავეობა აღნიშნულ დარგში", - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ლუგარის ლაბორატორიაში განაცხადა, სადაც დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლები ყველაზე აქტიურად არიან ჩართულნი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„შევხვდით ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს, რომლებიც ყველაზე აქტიურად არიან ჩართულები კორონავირუსის დაძლევასთან დაკავშირებით, როგორც მისი აღმოჩენის კუთხით, ისე დიაგნოსტიკის თვალსაზრისით,“- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.