გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოფელ მუშევანში სამიზნე ჯგუფებს PCR ტესტება მიმდინარეობს

24-06-2020

სოფელ მუშევანის მკაცრი საკარანტინო ზონის გახსნისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.

დღეს ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები სამიზნე ჯგუფებში PCR ტესტების საშუალებით, ბილოგიური ნიმუშების აღებას 50-ზე მეტ მოქალაქესთან გეგმავენ.

აღებული ნიმუშები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი, სწორედ ამ პასუხებზეა დამოკიდებული, უახლოეს პერიოდში, სოფელ მუშევანისთვის საკარანტინო სტატუსის მოხსნის საკითხი.

შეგახსენებთ, რომ სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ამ ეტაპისთვის სოფელში კორონავირუსის 80 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.