გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: 496 ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს

25-06-2020

"496 ოჯახს, ჩვენს დევნილებს ჯანდაცვის სამინისტრო გადასცემს ახალ ფართობს, ახალ ბინას ან დაუკანონებს უკვე არსებულს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვის მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 


პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე მსგავსი დადგენილება იქნება, რომელიც დამატებით 500 დევნილს შეეხება.

„წლის ბოლომდე მსგავსი დადგენილებები, ჩვენ კიდევ რამდენიმე გვექნება, რომელიც შეეხება დაახლოებით 500 დევნილს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.