გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

„მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, ორი მარნეულელი ქალი სუსში დაიბარეს

25-06-2020

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მარნეულში მცხოვრები ორი ქალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

 

საუბარია „მთავარი არხის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ გასულ სიუჟეტზე, სადაც ზემოაღნიშნული რესპონდენტები ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დიაგნოზის ჩაწერას სთხოვდნენ, სანაცვლოდ კი ოჯახს 10 000 ლარს სთავაზობდნენ.

 

„10 000 ლარად ნაყიდი დიაგნოზი… ხელისუფლება კორონავირუსით გარდცვლილთა სტყატისტიკას ხელოვნურად ზრდის“ – ამ თემაზე სიუჟეტი „მთავარმა არხმა“ მოამზადა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაგვიდასტურეს, რომ სიუჟეტის რესპონდენტები გამოკითხვაზე ნამდვილად დაიბარეს.

 

მათი გამოკითხვა, სუსში მიმდინარე იმ გამოძიების ფარგლებში მოხდა, რომელიც ცრუ-გზავნილების გაგზავნის ფაქტზე, საბოტაჟის მუხლით ჯერ კიდევ მარტში დაიწყო.

პრაიმტაიმი