გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ფაქტზე თბილისსა და იმერეთის რეგიონებში ორი პირი დააკავა

27-02-2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და იმერეთის რეგიონში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინეს და ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა, უკანონო სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები, რომლის თანახმად, ვითომდა ერთ-ერთ კომპანიისთვის 105 000 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდება განხორციელდა.
მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა, საქონლის რეალური მიწოდების გარეშე, გამოწერა ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა 19 000 ლარის ღირებულების საქონლის რეალიზაციაზე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 2 - დან 4 - წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.