გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა მერაბ ტურავამ დაიკავა

25-06-2020

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს. პლენუმს არჩევანი ორ კანდიდატს მერაბ ტურავასა და ირინა იმერლიშვილს შორის უნდა გაეკეთებინა.

პლენუმი ცხრა მოსამართლისგან შედგება. მერაბ ტურავა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა, ირინა იმერლიშვილი ოთხმა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩევა. ამ თანამდებობაზე ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.