გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

საზღვარგარეთ თვითდასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ

25-06-2020

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა ინიციატივა და დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც გაიზარდა ბენეფიციართა წრე სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში თვითდასაქმებულებით.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში თვითდასაქმებულებმა დახმარების თხოვნით აჭარის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს. ინიციატივის თანახმად საზღვარგარეთ და მათ შორის, თურქეთში თვითდასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

არსებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში ასეთი კატეგორიის 30 000 მოქალაქეა. უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი იმ დოკუმენტების სია, რომლის წარმოდგენაც თვითდასაქმებულებს მოუწევთ.