გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რუსლან აბაშიძე ხონის დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდა

25-06-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ქალაქ ხონში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ხონის მუნიციპალიტეტის მერ ლადო ჯურხაძესთან ერთად კულტურის ცენტრის და საბავშვო ბაღის რეაბილიტირებული შენობები დაათვალიერა.

რუსლან აბაშიძე და ლადო ჯურხაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით რამდენიმე მნიშვნელოვანი სამომავლო ერთობლივი პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის კულტურის ცენტრის განვითარების მიმართულებით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ხონის დევნილთა დასახლებაში კულტურის ცენტრის ბიბლიოთეკას წიგნები და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრის ნახატი გადასცა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის რეგიონის ტერიტორიული ორგანოს უფროსი ბესიკ ჭანტურია, სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელიადა ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ბაჩანა ბასილაია იმყოფებოდნენ.