გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ფოთში სასწრაფო დახმარების ახალი სამედიცინო ცენტრი შენდება

27-02-2018

ფოთში სასწრაფო დახმარების ახალი სამედიცინო ცენტრი შენდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე 40-ზე მეტი სასწრაფო დახმარების ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის, ახალი ცენტრი მალე ფოთის მოსახლეობას მოემსახურება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ცენტრის მშენებლობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დაათვალიერა.

ფოთის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრი მაისიდან შევა ექსპლუატაციაში. წლების განმავლობაში სამედიცინო პერსონალს სხვა შენობაში უწევდა ყოფნა. მალე საგანგებო სიტუაციების და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რაიონული ფილიალი ახალ შენობაში განთავსდება.
ახალი ცენტრი თანამედროვე სტანდარტებით აშენდება და საჭირო ტექნიკით იქნება აღჭურვილი.

"ინტერპრესნიუსი"