გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გიორგი გახარია: ქვეყანაში სულ მალე საპარლამენტო არჩევნები იქნება, ჩვენ ყველამ ერთად პარლამენტს ცოტა უფრო მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ

26-06-2020

ჩვენ, ყველამ ერთად, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად პარლამენტს ცოტა უფრო მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა კითხვას - ხომ არ გახსოვთ ოპოზიციის მიერ დასმული ერთი რომელიმე შინაარსობრივი კითხვა ასე უპასუხა:

„სამწუხაროდ, არა. გვარების მიხედვით გავყვები, როგორც ოპოზიციის, ისე ყველა დეპუტატის და ამის შეფასებას მივანდობ მოქალაქეებს, ტელემაყურებლებს, ერთადერთი თხოვნით - ქვეყანაში სულ მალე საპარლამენტო არჩევნები იქნება და დღევანდელმა მოსმენამაც დაადასტურა, რომ ბევრი ადამიანი უკვე, ფაქტორივად, შესულია საარჩევნო პროცესში და ჩვენ ყველამ ერთად, მოქალაქეებთან ერთად პარლამენტს ცოტა უფრო მეტი შინაარსი უნდა შევძინოთ და იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები შესაბამის და ზუსტ დასკვნებს გააკეთებენ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.