გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პრემიერის განცხადებით, კულტურის სფეროს წარმომადგენლების შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის პროცესში ჩართვა იგეგმება

26-06-2020

 

20 მილიონი ლარით შემცირდა კულტურის ბიუჯეტი, ისევე, როგორც შემცირდა ყველა მიმართულების, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ბექა ოდიშარიას მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, კულტურის წარმომადგენლებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული გეგმები.

 

„მუშავდება პროგრამები, როგორ ჩაერთონ ჩვენი კულტურის სფეროს წარმომადგენლები შიდა ტურიზმის რეკლამირების ნაწილში და თბილისის მერიასთან ერთად ამ მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები ჩატარდება“, - განაცხადა პრემიერმა.