გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია ია კერზაიას საქმეზე : უკიდურესად მძიმე საყურებელია, როდესაც გაკოტრებული ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ პარლამენტში შინაარსობრივად საუბრობდეს, პირადი ტრაგედიებით მანიპულირებს

26-06-2020

 

უკიდურესად მძიმე საყურებელია, როდესაც გაკოტრებული ოპოზიცია იმის მაგივრად, რომ პარლამენტში რამეზე შინაარსობრივად საუბრობდეს, საუბრობს გარდაცვლილი ადამიანების სახელით და პირადი ტრაგედიებით მანიპულირებს, შანტაჟს აკეთებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ია კერზაიას საქმეზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

 

 

პრემიერმა აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციის საუბარს პირადი ტრაგედიებით სპეკულირება და სირცხვილი უწოდა.

 

 

„ამას რა ქვია იცით? მე გეუბნებით, რომ სირცხვილია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანების სახელით და პირადი ტრაგედიებით თანმიმდევრულად, ყოველ აქ მოსვლაზე ამით სპეკულირებთ. რას აჩვენებს ეს იცით? ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულიანტები ხართ, მეტი არაფერი,“- აღნიშნა გიორგი გახარიამ.