გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გახარია: 2006-2007 წლების გრანტები, რომლის ათვისებაც ამ ვაჟბატონების დროს ქვეყანამ ვერ მოახერხა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად გავაცოცხლეთ და ქართული ჯარის აღჭურვა გაგრძელდება

26-06-2020

2006-2007 წლების გრანტებზე, რომლის ათვისებაც, ამ ვაჟბატონების დროს, ქვეყანამ ვერ მოახერხა, თავდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად იმუშავა იმაზე, რომ ეს გრანტები გაგვეცოცხლებინა, ეს გრანტები გაცოცხლდა და იმ ტექნიკის შემდგომი განახლება ქართული ჯარის აღჭურვაში გაგრძელდება,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატ გია გაჩეჩილაძის მიერ ამ თემაზე დასმულ კითხვას.

„ტექნიკას ზუსტად არ დავასახელებ, მაგრამ ამ პროცესის ძირითადი მიზანი იქნება აღჭურვილობის ნაწილში ქართული ჯარის დაახლოება ნატოს სტანდარტებთან“,- აღნიშნა პრემიერმა.