გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გახარია ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე: პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს გამოძიების საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე მივიღებთ

26-06-2020

ჩვენი სამართალდამცავი სისტემა მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანელებთან ამ საქმის გახსნაში. როგორც მოგეხსენებათ აბსოლუტურად მკაფიო განცხადება იყო გაკეთებული და ეს განცხადება არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად ობიექტური. დაველოდებით გამოძიების საბოლოო შედეგებს და აქედან გამომდინარე მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას, ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ.

პრემიერმა ოპოზიციას მოუწოდა, ნუ ასწრებენ მოვლენებს და დაელოდონ გამოძიების საბოლოო შედეგებს.

„გაითვალისწინეთ, ხმაც ამოვიღეთ, ამ საქმის გახსნაში პირდაპირაც ჩართულები ვართ და ეს საქმე რომ გაიხსნება, თქვენნაირი სპეკულაციების ნაცვლად, გერმანელები რა განცხადებას გააკეთებენ და ჩვენ რა განცხადებას გავაკეთებთ, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. ნუ გარბიხართ წინ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.