გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ალექსანდრე ქანთარია: ჰუბერტ ქნირშმა ოპოზიციაზე იზრუნა, იქნებ სახე შეინარჩუნონო, მაგრამ, რად გინდა, შეაყარე კედელს ცერცვი

28-06-2020

„ნაცმოძრაობის კრიმინალურ კლასტერში დიდი ხანია ჭკუა აღარავის მოეკითხება, თორემ, ასე რომ არ იყოს, გერმანიის ელჩის მიმართ ლანძღვის და შეურაცხყოფის მაგივრად მადლიერებას უნდა გამოხატავდნენ და მადლობების გადახდაში ერთმანეთს ასწრებდნენ. ჰუბერტ ქნირშმა გარკვევით აღნიშნა, რომ ოპოზიცია ასეთი დეგრადირებულიც არ არის, რომ ჟორიკა რურუას ქართული დემოკრატიის საპირწონედ მიიჩნევდესო. წესით, მათზე იზრუნა, იქნებ სახე შეინარჩუნონო. მაგრამ, რად გინდა, შეაყარე კედელს ცერცვიო. აღიარებული ჭეშმარიტებაა - მავნებლებს და ბოღმით დაბრმავებულებს, თვალები არასოდეს ეხილებათ“, - ასე გამოეხმაურა ფეისბუქის პირად გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ოპოზიციის განცხადებებს გერმანიის ელჩის ჰუმბერტ ქნირშის მიერ 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებაზე.