გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ხიდისთავი-უფლისციხის გზაზე დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

29-06-2020

სოფელ ხიდისთავთან დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ ,,გორმედის" კლინიკის წარმომადგენელმა გვაცნობა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა. ამავე კლინიკაში იმყოფება მეორე ადამიანიც, რომელიც იგივე ავტომობილში იჯდა.

გუშინ საღამოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ 

ხიდისთავთან, ე.წ. აზნეთის გზაზე მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის დაზიანებას გულისხმობს.

"შიდა ქართლი"