გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ხულოსა და ხაშურის საკრებულოებს მეტროსადგურებში დასუფთავების მოსაკრებელი აქვთ დაწესებული

28-02-2018

ხაშურის და ხულოს საკრებულოებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მეტროპოლიტენის სადგურებსა და აეროპორტებში დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება და შესაბამისი ტარიფები აქვთ დადგენილი. წინა მოწვევის საკრებულოების მიერ მიღებული ორივე სამართლებრივი აქტი დღემდე მოქმედია.

ხულოს საკრებულოს 2017 წლის 26 იანვრის №1 დადგენილების მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მეტროპოლიტენის სადგურები და აეროპორტები ვალდებული არიან 1მ3 ნარჩენზე წელიწადში 6 ლარი გადაიხადონ. 

ხაშურის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №8 დადგენილებით კი იგივე ტიპის ობიექტებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა 1 მ2 ფართობზე თვეში 4 თეთრით არის განსაზღვრული. 

დადგენილების დანართებში მითითებული ობიექტების ნუსხა, ხაშურის და ხულოს საკრებულოების მიერ, სავარაუდოდ, ქალაქ თბილისის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის დადგენილებიდან შაბლონურად არის გადატანილი. 

მიუხედავად იმისა, რომ დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების ადმინისტრირება სისტემატურად მიმდინარეობს, არცერთ ზემოაღნიშნულ საკრებულოს მეტროსადგურებსა და აეროპორტებში დადგენილ მოსაკრებლებთან დაკავშირებით დღემდე არცერთი ცვლილება არ განუხორციელებია.  

კახეთის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ 2016 წლის 5 დეკემბერს ახმეტის საკრებულომ მეტროპოლიტენის სადგურების, აეროპორტების, პორტებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი დაამტკიცა. მასალის გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ, საკრებულომ ეს დადგენილება არარა სამართლებრივ აქტად აღიარა და გაუქმებულად გამოაცხადა.

reginfo.ge