გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რუხის კლინიკაში ერთი კოვიდ-ინფიცირებული პაციენტი რჩება

29-06-2020

რუხის მულტიფუნქციურ კლინიკაში დღეის მონაცემებით 4 პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთი კოვიდ-დადასტურებული პირია. როგორც რადიო "ათინათს" საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ნიკოლოზ ქარცივაძემ უთხრა, პაციენტის შუალედური ტესტირების პასუხი ნეგატიურია, განმეორებითი კვლევა კი დღეს ჩაუტარდება. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ანალიზის პასუხი ისევ უარყოფითი იქნება, პაციენტი გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება. 

ქალი, რომელსაც კორონავირუსი 17 მაისს დაუდასტურდა, ტრაილერის მძღოლის კლასტერიდანაა.

გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 40 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. 

ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 87 პირი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაშია 30 მოქალაქე.

რადიო "ათინათი"