გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

პეტიცია, რომელიც მომავალი თაობის ჯანმრთელობას ეხება

28-02-2018

დღეს მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ ჯგუფებს შორის ყველაზე მეტად დაფინანსებულია 0-5 წლამდე ბავშვები, 5-18 წლამდე მოზარდები, სტუდენტები, შშმ პირები, ვეტერანები, სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, იძულებით გადაადგილებული პირები და სხვა მოწყვლადი ჯგუფები. თუმცა, ამ ჯგუფებისთვისაც, გარკვეული სერვისები და მომსახურებები მხოლოდ ნაწილობრივ ფინანსდება.

სწორედ ამ საკითხს ეხება ელექტრონული პეტიციების პორტალზე ichange.gov.geატვირთული ერთ-ერთი პეტიცია, რომელიც მოითხოვს გაიზარდოს სპეციალური და მიზნობრივი სერვისები და 0-5 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის სრულად დაფინანსდეს სამედიცინო კვლევა, ასევე სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება.

პეტიციის ინიციატორი ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი, ქალბატონი მარინე სუდაძე, თავად მონაწილეობდა ichange.gov.ge პლატფორმის პოპულარიზაციის კამპანიაში.

რადიო "ათინათი"