გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

XIX საუკუნის ბოლოს აშენებული დალფონსის აგარაკი მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს

30-06-2020

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით დალფონსის აგარაკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა.
პროექტის მიხედვით შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია.
დალფონსის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმის ბულვარი. XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ბათუმის ბულვარის განაშენიანება სწორედ ფრანგი მებაღისა და დეკორატორის, თავადი მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით დაიწყეს. ის იყო ბათუმის ძველი ბულვარის პირველი მებაღე-დეკორატორი, რომელიც ამ თანამდებობიდან 1889 წელს გაათავისუფლეს.