გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ახორციელებს

1-07-2020

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ატარებს ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინირებულია – 806 244 სული დაავადების ამთვისებელი (მსხვილფეხა, წვრილფეხა კენტჩლიქიანი) ცხოველი.

განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დაავადების გამოვლინების კლების ტენდენცია აღინიშნება, კერძოდ, 2019 წელს, წინა წლებთან შედარებით შემთხვევები ცხოველებში შემცირდა 98%-ით, ხოლო ადამიანებში 87%-ით.

ჯილეხი (ციმბირის წყლული) განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ბალახისმჭამელი ცხოველები, ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დასნებოვნება ძირითადად ხდება დაავადებული ცხოველის დაკვლის და მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან. ექიმთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში შედეგი ფატალურია.

ჯილეხის სპორა ნიადაგში საუკუნეების განმავლობაში ძლებს და შესაბამის პირობებში აქტიურდება. დაავადების საეჭვო ნიშნებია მადის დაკარგვა, მაღალი ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა დიარეა, ლორწოვანი გარსის შეშუპება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თუ ცხოველს დაავადების ნიშნების გამოუვლინდა, დაუკავშირდნენ სააგენტოს ადგილობრივი სამმართველოს სპეციალისტებს. დაუშვებელია დაავადებული ცხოველის დაკვლა, მკვდარი ცხოველის გაკვეთა, პირუტყვის ლეშის გადაგდება, რაც იწვევს ახალი კერის წარმოქმნას.