გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ქალაქ ბორჯომის მასშტაბით, აქტიური დასუფთავების სამუშაოები გრძელდება

28-02-2018

„დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურის თანამშრომლებმა ჩარხისწყლის ხიდთან ახლოს ფერდობი და საფეხმავლო ბილიკი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან, ქვებისა და ჩირგვებისაგან გაწმინდეს.

„ადგილზე რამდენიმე დღე ვიმუშავეთ, შედეგად მთლიანად გავწმინდეთ ფერდობი და მოვასწორეთ მის ქვემოთ არსებული საფეხმავლო ბილიკი, რომელზეც წლებია დაგროვებული მიწისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამო გადაადგილება შეუძლებელი იყო, დღეს მოსახლეობას მოწესრიგებული გზით შეუძლია ისარგებლოს“- აღნიშნა დასუფთავების სამსახურის უფროსმა დავით ზაალიშვილმა.

ჩირგვებისაგან გაიკაფა ასევე მარადიული ცეცხლის სკვერში არსებული ფერდობი.

უახლოეს დღეებში დასუფთავების სამუშაოები განხორციელდება არდაგნის, ვაშლოვანისა და ახალშენის უბნებში.