გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტიკარაძე გამოცდებზე პირბადეების გამოყენების საკითხზე: თემა ჩემთვისაც პირადად მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი შვილიც აბიტურიენტია

2-07-2020

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკითხს- მოიხმარენ თუ არა პირბადეებს აბიტურიენტები გამოცდების დროს, უწყება განათლების სამინიტროსთან ერთად განიხილავს და მიღებული გადაწყვეტილება  საზოგადოებისთვის   უახლოეს დღეებში  გახდება ცნობილი. მისივე თქმით, უწყება ეცდება, აბიტურიენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული და ამავე დროს, უსაფრთხო გარემო შექმნას.  

 

 

 "ეს თემა ჩემთვისაც პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მინდა დავაფიქსირო, რომ ჩემი შვილიც არის აბიტურიენტი. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ როგორც მინისტრი და ამ საქმის უშუალო კურატორი ვარ ჩართული ამ თემატიკაში. ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს დღესდღეობით განათლების სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით შევქმნათ ბავშვებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო. ალბათ, უმოკლე დღეებში, ეს იქნება ხვალ და ზეგ, გავაკეთებთ უკვე კონკრეტულ განაცხადს ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა  ტიკარაძემ.