გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

აჭარაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა

3-07-2020

აჭარაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ ერთ ადამიანს დაუდგინა და საერთო ჯამში, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.

შემთხვევა იმპორტირებულია და პაციენტი საკარანტინო სივრციდანაა.

აჭარაში ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 36 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

ჯამში აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი ჩაუტარდა 22 644 პირს. ბოლო მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1587 პირი. საკარანტინო სივრცე 9318-მა პირმა უკვე დატოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

imedinews.ge