გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ენგურის ხიდთან ადიდებულ მდინარეს 4 ქალი ემსხვერპლა

5-07-2020

ენგურის ხიდთან ადიდებულმა მდინარემ 4 ქალი იმსხვერპლა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ქალები გალის რაიონიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას რუხის ხიდთან ახლოს, მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ მდინარე ადიდდა და მათ წყლისგან თავის დაღწევა ვეღარ შეძლეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქალბატონები გალის რაიონში სიგარეტის გადმოსატანად იმყოფებოდნენ. მათივე თქმით, ცხედრები ოკუპირებულ სოფელში, თაგილონშია დასვენებული.
" გუშინ ღამით 4 ქალბატონი გადმოვიდა, ცხედრები თაგილონში არის დასვენებული. სიგარეტი გადმოჰქონდათ აქეთ"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.