გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

რუსთავში #39 ყოფილი ბაგა-ბაღის შენობის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

28-02-2018

მე-17 მიკრორაიონში, #39 საბავშვო ბაღის ყოფილი შენობის სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. დაზიანებული სახურავის შეკეთების თხოვნით რუსთავის მერიას ყოფილ საბავშვო ბაღში მცხოვრებმა ოჯახებმა მიმართეს.

შენობის სახურავი დღეს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, გიორგი გოროზიასთან ერთად დაათვალიერეს და აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს.

რეაბილიტაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად გამოცხადდება ტენდერი.